ჩინეთი

ჩინეთი თავდაცვის ხარჯებს 7.2%-ით გაზრდის

REUTERS/Aly Song

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ჩინეთი თავდაცვის  ხარჯების გაზრდას 7.2%-ით აპირებს. მიმდინარე წელს უსაფრთხოების მიზნით გაწეული ხარჯებისთვის ჩინეთს $224 მილიარდი აქვს გამოყოფილი. 

ჩინეთის პრემიერმინისტრმა, ლი ქეციანგმა საჯარო მიმართვისას შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა. 

"ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის დაფუძნებიდან 100 წლის იუბილემდე, 2027 წლამდე მიზნად უნდა დავისახოთ სამხედრო ოპერაციებისთვის წვრთნა, საბრძოლო მზადყოფნა, ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების გაფართოება". - აღნიშნა ჩინეთის პრემიერმა. 

როგორც Reuters-ი იუწყება, ჩინეთის ბიუჯეტს ყურადღებით დააკვირდებიან ჩინეთის მეზობელი ქვეყნები და აშშ, რომლებიც პეკინის სტრატეგიული მიზნებითა და მისი სამხედრო განვითარებით შეშფოთებული არიან, განსაკუთრებით ტაივანის გარშემო დაძაბულობის ფონზე. 

კომენტარები