ევროკავშირი-უკრაინა

მეცოლა: იმედი მაქვს, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებები წელს დაიწყება

"იმედი მაქვს, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ წელს დაიწყება. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია". - თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

ბრიუსელმა კიევს ოფიციალური კანდიდატის სტატუსი გასული წლის ივნისში მიანიჭა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი თვის შემდე, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩვეულებრივ რამდენიმე წელი სჭირდება.

მეცოლას თქმით, ის აღფრთოვანებულია იმ ტემპით, რომლითაც უკრაინის უმაღლესი რადა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესრულებაში პროგრესს აღწევს.

შეხვედრის შემდეგ სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მეცოლას მისი როლისთვის ევროპარლამენტის მიერ წევრობის განაცხადისთვის მხარდაჭერის საქმეში.

კომენტარები