ვაგნერი

პრიგოჟინი: ზელენსკის ბახმუტიდან მებრძოლების გაყვანისკენ მოვუწოდებ 

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა პარასკევს, 3 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ მის ძალებს ქალაქი ბახმუტი "პრაქტიკულად ალყაში" ჰყავს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, სამხედროები ქალაქიდან გაეყვანა.

გარდა ამისა, ვიდეოში პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ მისი ძალები უფრო მეტად მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ვიდრე - პროფესიონალი უკრაინული არმიის.

Reuters-ის ინფორმაციით, პრიგოჟინის ვიდეო არა ქალაქ ბახმუტში, არამედ მის ახლოს, სოფელ პარასკოვიევკაშია ჩაწერილი. პრიგოჟონმა აღნიშნული სოფლის აღება 17 თებერვალს გამოაცხადა.

კომენტარები