2023 წელს გარდაცვლილები

PULP-ის ყოფილი წევრი, მუსიკოსი სტივ მაკქი გარდაიცვალა

Musictech

56 წლის ასაკში ინგლისელი ბასისტი და მუსიკოსი, ბენდ Pulp-ის ყოფილი წევრი, სტივ მაკქი გარდაიცვალა.

ინფორმაციას შემსრულებლის ოჯახი ავრცელებს. სიკვდილის ზუსტ მიზეზს ოჯახის წევრები არ ამხელენ, მაკქი ბოლო 3 თვის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა. 

"გულნატკენი და შოკირებული ვარ ჩემი ქმრის გარდაცვალებით. ის უნიჭიერესი მუსიკოსი, კომპოზიტორი და რეჟისორი იყო". – წერს მაკქის ცოლი ქეით გრანდი.

მაკქი Pulp-ს 1989 წელს შეუერთდა და პოპულარულ ბრიტანულ ბენდთან ერთად 2001 წლამდე იმუშავა. ბენდთან ერთად იმუშავა ალბომებზე Separations, His 'n' Hers, Different Class, This is Hardcore, We Love Life. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ Pulp-თან ერთად 2023 წლის ტურნეში მიიღებდა მონაწილეობას.

მაკქი ასევე იყო მუსიკალური პროდიუსერი. მუშაობდა ისეთი არტისტების ალბომებზე, როგორებიც არიან M.I.A., Florence+the Machine, The Long Blondes, Arcade Fire.

 

კომენტარები