საქართველოს პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიცია აქტივისტებს აკავებს. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი დააკავეს და რა მუხლით.
აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელთან უმრავლესობის დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პოლიციამ მათი დაკავება.
ამ დროისთვის, აქცის მონაწილეები პარალმენტის ორივე შესასვლელთან იმყოფებიან და სკანდირებენ - "რუსებო! მონებო!“. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველი.
პარლამენტის კომიტეტებზე განიხილავენ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების ინიცირებულ ორ კანონპროექტს, რომელიც "უცხოელი აგენტების" გამოვლენას ეხება.





