კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ოპოზიციის პროტესტს კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

პარლამენტში საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ოპოზიციის დეპუტატები ცდილობდნენ ჩაეშალათ გაერთიანებული კომიტეტის სხდომა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა დაიწყოს. 

ამის გამო ივანიშვილის დეპუტატებსა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. მანდატურებმა სცადეს ოპოზიციონერების დარბაზიდან გაყვანა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. რამდენიმე ოპოზიციონერი იძულებით გაიყვანეს დარბაზიდან.

სხდომა ამ დრომდე ვერ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ გათიშულია პარლამენტის ეთერიც. 

პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ პარლამენტთან და სხდომათა დარბაზთან. 

კომენტარები