კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

სუბარი: გაეროს წარმომადგენლობას ვურჩევ – ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით

შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ეს წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ.

იმედია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს და სხვა სტანდარტი - შეერთებულ შტატებში ან კანადაში.

ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევასაც მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის - ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით.

ივანიშვილის დეპუტატი, სოზარ სუბარი, FACEBOOK-ზე აგენტების შესახებ კანონზე გაეროს შეშფოთებას ეხმიანება. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუშლის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მუშაობას. შესაბამისად, ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმისკენ, რათა თავიდან აიცილოს ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას.

კომენტარები