რუსეთი-ფინეთი

ფინეთმა უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით რუსეთის საზღვართან ღობის მშენებლობა დაიწყო

Alessandro Rampazzo

ფინეთმა უსაფრთხოების გაძლიერებისა და მასობრივი მიგრაციის თავიდან აცილების მიზნით, რუსეთთან საზღვრის გასწვრივ ღობის მშენებლობა დაიწყო.

28 თებერვალს გამოქვეყნდა ფინეთის სასაზღვრო დაცვის განცხადება, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამუშაოები ტყის გაწმენდით დაიწყება და მარტისთვის გზების გაყვანის პარალელურად უკვე შესაძლებელი იქნება ღობის მონტაჟიც.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჯერ კიდევ ივლისში, ფინეთმა რუსეთიდან გახშირებული მიგრაცია პოტენციურ საფრთხედ შეაფასა და პოლიტიკური წნეხის თავიდან აცილების მიზნით, სასაზღვრო დაცვა გააძლიერა. თუმცა ამჟამად ფინეთის საზღვრები ხის ღობით არის გამაგრებული.

სამხრეთ-აღმოსავლეთ პუნქტთან 3 კმ-იანი საპილოტე პროექტის დასრულება ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. 2023-2025 წლებში გათვალისწინებულია პროექტის გაფართოება და 70 კმ-იანი ღობის აგება.

სამომავლოდ ფინეთი 200 კმ-იანი ღობის გავლებას გეგმავს, რაც ჯამში $400 მილიონი დაჯდება.

კომენტარები