რუსეთი-ფინეთი

რუსულმა ვერტმფრენმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

upnorth.eu

რუსულმა ვერტმფრენმა ამჯერად ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი ფინეთის ტერიტორიაზე 14 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა და 6 წუთი დაჰყო.

ფინელი მესაზღვრეების განცხადებით, ისინი პილოტებს დაუკავშირდნენ, თუმცა, მათ არ უპასუხეს.

რუსეთმა ფინეთის საჰაერო სივრცე ბოლო 2 წლის მანძილზე რამდენჯერმე დაარღვია.

კომენტარები