რუსეთი-ფინეთი

რუსეთმა ფინეთის ორი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

Russian Foreign Ministry – МИД России / Facebook

რუსეთმა ფინეთის ორი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთში ფინეთის ელჩი, ანტი ჰელატერია 17 მაისს დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და აცნობეს ფინეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევების შესახებ.

"ელჩს წარედგინა მტკიცე საპროტესტო განცხადება ევროკავშირის ანტირუსული სანქციების კამპანიის ფარგლებში ჰელსინკიში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის ფინეთიდან უსაფუძვლო გაძევებასთან დაკავშირებით. ასევე, ფინეთის კონფრონტაციული კურსის შესახებ რუსეთის მიმართ, მათ შორის კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდების, დონბასისა და უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ უკრაინელი ნაციონალისტების დანაშაულის დაფარვის შესახებ". – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მეზობელ ფინეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები დაიწყო. გასულ დღეებში ფინეთთან ერთად შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ფორმალურად მოითხოვონ.

კომენტარები