საქართველო-უკრაინა

კულება: თბილისთან ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია, ხელისუფლება ფაქტობრივად კლავს სააკაშვილს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე, ელჩის დანიშვნასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაურა. 

მისი თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა დასკვნით ეტაპზეა და აღნიშნავს, რომ "ელჩის ყოფნა-არყოფნა ყოველთვის პოლიტიკური სიგნალია" და როდის დაინიშნება ელჩი პოლიტიკური საკითხია. 

"თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი მოკავშირე ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება ფაქტობრივად კლავს მიხეილ სააკაშვილს და რუსულ თამაშს არის აყოლილი".- ამბობს მინისტრი. 

კულება აღნიშნავს, რომ უკრაინამ დიდი ინვესტიცია ჩადო საქართველოსთან ურთიერთობაში და კიევი თბილისთან მჭიდრო დიპლომატიური კავშირების დამყარებას ცდილობს.

"ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების მიზნით თითი არ გაგვინძრევია. პირიქით, ჩვენ ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში".- თქვა კულებამ და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მეგორბული ურთიერთობა არ აქვთ და მიზეზად მიხეილ სააკაშილის საქმეს ასახელებს. 

კულებას თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე უკრაინის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მწვავეა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ დაიცავს მის უფლებებს, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებსაც უკრაინული პასპორტი აქვთ.

"ყვავს ყვავი უნდა დავარქვათ. საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, შეუძლიათ იფიქრონ რაც უნდათ, მაგრამ ჩემთვის, რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს, ის უკრაინის მოქალაქეა. მე ვიბრძოლებ მისთვის".
- განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ არსებობს კითხვები და პრობლემები საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით. კულებას თქმით, მიუხედავად ამისა, უკრაინას აქვს თბილისთან საკმარისი საკომუნიკაციო არხები, რათა შეინარჩუნოს კონტაქტი და შეეცადოს მათ მოგვარებას.

კომენტარები