კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

ჯანელიძე "აგენტებზე": ოცნება ღიად უპირისპირდება კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას

როგორც დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, ის აპირებს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღოს ორი კანონპროექტი, რომლებიც უკავშირდება ე.წ. უცხოელ აგენტებს. როგორც თვითონვე განმარტეს, ეს გულისხმობს პრინციპების დონეზე კანონპროექტის მიღებას/დაშვებას. ნებისმიერ კანონში, მთავარია მიზანი, თუ რას ემსახურება და რა კონტექსტში ხდება მისი მიღება/აღსრულება. თუ შევხედავთ მიზანს და კონტექსტს, ცალსახაა, რომ ქართული ოცნება ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს.

წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015-2018 წლებში, პაპუნა ჯანელიძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები