ლარი დოლართან 0.53 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.38 თეთრით. 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6272 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.7751 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.67 ლარია, ხოლო ევროსი - 2.83 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.63 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.79 ლარად.





