იაპონია

იაპონია აშშ-სგან 400 Tomahawk-ის რაკეტის შეძენას გეგმავს

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, იაპონია გეგმავს 400 ამერიკული Tomahawk-ის რაკეტის შეძენას. 

კიშიდას მთავრობა გეგმავს ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო შესაძლებლობების  დასაბალანსებლად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. შესაბამისად, იაპონიამ მომდევნო ფისკალურ წელს ამერიკული რაკეტების შესაძენად $1.55 მილიარდი გამოყო.

ჯამში, იაპონიის მთავრობის ახალი გეგმის მიხედვით, ქვეყანა გეგმავს 2023 წელს თავდაცვის ბიუჯეტის თითქმის მეოთხედით გაზრდას რეკორდულ $51.7 მილიარდ დოლარამდე. 

იაპონია და აშშ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ იანვარში შეთანხმდნენ. ამის შესახებ მიმდინარე წლის იანვარში შედგა საუბარი ორივე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის. 

ამასთან ერთად, იაპონიამ სამხედრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად ხელი მოაწერა თავდაცვის შეთანხმებას ფილიპინებთან.

კომენტარები