Cancel Culture

ბენ სტილერი TROPIC THUNDER-ზე: არასდროს მოვიხდი ბოდიშს, ამაყი ვარ ამ ფილმით

EW

ბენ სტილერმა საკუთარი ნამუშევარი Cancel Culture-ისგან დაიცვა და განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას Tropic Thunder-ის გადაღებისთვის არ აპირებს.

"ძალიან სასაცილო ფილმია, ახლა, Cancel Culture-ის პირობებში კიდევ უფრო სასაცილოა. ეს არის ფილმი, უბრალოდ შეეგუეთ ამ ფაქტს. არასდროს მოვიხდი ბოდიშს Tropic Thunder-ისთვის. არ ვიცი ეს აზრი საიდან გაჩნდა. ფილმი გამოსვლის დღიდან საკამათო იყო. ამაყი ვარ ამ ფილმით და ყველათი ვინც მასზე მუშაობდა". – ამბობს მსახიობი.

ბენ სტილერის მიერ გადაღებული კომედია 2008 წელს გამოვიდა, ფილმმა მალევე მოიპოვა როგორც მაყურებლის ისე კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასებები. ბოლო წლებში ჰოლივუდში ე.წ. Cancel Culture-ის მოძლიერების ფონზე კომედიის შესახებ არაერთხელ გამოითქვა პრეტენზია. უფრო კონკრეტულად კი სურათის ერთ-ერთი გმირი კირკ ლაზარუსი თეთრკანიანი მსახიობია, რომელიც გადაწყვეტს შავკანიანი ჯარისკაცის როლი შეასრულოს, შესაბამისად პერსონაჟი თითქმის მთელი ფილმი შავკანიანის გრიმით, ე.წ. Blackface-ით არის წარმოდგენილი. Blackface-ის გამო ახლო წარსულში არაერთი მსახიობი გააკრიტიკეს და მათმა უმრავლესობამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში. 

კირკ ლაზარუსის როლის შემსრულებელმა რობერტ დაუნი ჯუნიორმა ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. ჯო როგენთან ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ როლს არ ნანობს.

კომენტარები