ამერიკელმა რეპერმა, ემინემმა ახალი სიმღერა Tone Deaf გამოუშვა, რომელშიც "გაუქმების კულტურა" გააკრიტიკა.
სიმღერას ანიმაციური ვიდეო აქვს. ემინემი სოციალურ ქსელ TikTok-ში მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ეხმიანება. ათი წლის წინ რიანასთან ერთად ჩაწერილი Love The Way You Life მომხმარებელთა ნაწილის აზრით, სიმღერის ტექსტი "ოჯახური ძალადობის ჰიმნია".
ახალ სიმღერაში რეპერი ამბობს: "I can't understand a word you say (I'm tone-deaf)/ I think this way I prefer to stay (I'm tone-deaf)/ I won't stop even when my hair turns grey (I'm tone-deaf)/ 'Cause they won't stop until they cancel me". - "თქვენს ნათქვამ ერთ სიტყვასაც ვერ ვიგებ/ვფიქრობ, ასე დარჩენა მირჩევნია/რომც გავჭაღარავდე არ გავჩერდები/იმიტომ, რომ ისინი არ გაჩერდებიან სანამ არ გამაუქმებენ".
"Cancel Culture" ანუ "გაუქმების კულტურა" ოსტრაკიზმის თანამედროვე ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანსა და ადამიანთა ჯგუფს სოციალურ და პროფესიულ წრეებში აწმყოში ან წარსულში ჩადენილი საქციელის გამო განსჯიან და ითხოვენ მის/მათ საქმიანობის შეჩერებას ანუ "გაუქმებას". "Cancel Culture" ერთერთი მსხვერპლია ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორი ჯოან როულინგი, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ტრანსფობიაში ადანაშაულებს.