ბელარუსი

ლუკაშენკო: სანქციების მიუხედავად, რუსეთთან ერთად იარაღს ვაწარმოებთ და 57 ქვეყანაში ვყიდით

Sputnik/Vladimir Astapkovich/Kremlin via REUTERS

ბელარუსის ავტორიტარი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, სანქციების მიუხედავად, ბელარუსი რუსეთთან ერთად სხვადასხვა ტიპის იარაღს აწარმოებს და მათ 57 ქვეყანაში ყიდის.

"ეს გამოწვეულია იმით, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება - ვგულისხმობ იარაღს, "ფოლადს" - ჩვენ შეგვიძლია მარტივად მივიღოთ რუსეთისგან. რაც შეეხება მიკროელექტრონიკას, ოპტოელექტრონიკას, ოპტიკას და სხვა საკითხებს, მადლობა მათ, ვინც შეინარჩუნა წარმოება, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ საბჭოთა კავშირისგან. ამგვარად, რუსეთთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ნებისმიერი ტიპის იარაღი". – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი იმდენ იარაღს აწარმოებს, რომ "ასევე შეუძლია ამ პროდუქციის 57 ქვეყანაში გატანა, რასაც აკეთებს კიდეც".

მან ასევე დაამატა, რომ ბელარუსი "წარმატებით ავითარებს თანამედროვე იარაღს" არა მხოლოდ იმ სფეროებში, სადაც მას აქვს "მეცნიერული და ტექნიკური მიღწევები და კომპეტენციები", არამედ ასევე ეუფლება "ახალი მოთხოვნილების სფეროებს: რაკეტებს და დიდი კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას".

კომენტარები