რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპუაშვილი: NATO-სა და EU-ს დაცვის გარეშე მყოფი საქართველო უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში

დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება. ერთი წელი ნგრევის, ტკივილის, ათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, მილიონობით ადამიანისთვის დანგრეული აწმყოსა და მომავლის, ჩვენი თაობის ყველაზე მასშტაბური აგრესიის. ამავე დროს, ხვალ სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი. მაშინ მსოფლიომ თვალი დახუჭა საქართველოს და სხვა ერების მისწრაფებების ძალით ჩახშობაზე. 102 წლის შემდეგ ისტორია მეორდება - უკრაინაში ომის სახით მსოფლიო დადგა იგივე მასშტაბის გამოწვევის წინაშე. იგივე შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს, 2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო. 

საქართველო ომის დაწყების დღიდან ურყევად და უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. NATO-სა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში. 

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით გამოსვლის დროს. 

კომენტარები