გიორგი გახარია

გახარია: როდემდე უნდა იყოს ეს ქვეყანა ორი პარანოიკის ტყვეობაში?

დღეს ერთი ადამიანის აღქმებით იმართება სახელმწიფო. არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. დღეს სახელმწიფო ფაქტიურად დისფუნქციურ მდგომარეობაშია. თავის ფუნქციებს ინსტიტუტები ვერ ასრულებენ. რატომ? იმიტომ, რომ ვერტიკალი სრულად არის. როდესაც ერთი ადამიანის აღქმებით იმართება ქვეყანა, როდესაც გაუთვიცნობიერებელი შიშები მოქმედებენ ამ ადამიანის განწყობებზე და აღქმებზე ადეკვატურობაზე იქ საუბარი შეუძლებელია. როგორ წარმოგიდგენიათ, რას ვემსგავსებით, როდესაც გაუთვიცნობიერებული შიშებით შვედეთის საბანკო სისტემა ვიღაცას ებრძვის, ევროპული მედია სივრცე კორუმპირებულია, CNN-ი ანგაჟირებულია, აშშ გადატრიალებას ამზადებს საქართველოში, ევროპარლამენტარები არიან მოსყიდულები. ეს ჩვეულებრივი პარანოიაა. [...]

სააკაშვილი ბოლო ეტაპზე, ყველა საპირისპირო აზრი და ოპონენტი რუსეთის აგენტი იყო. ფაქტობრივად, ყველა, ვისი აზრიც არ მოსწონდათ, იმას ეძახდნენ რუსეთის აგენტს. დღეს ვის ეძახიან რუსეთის აგენტს? როდემდე უნდა იყოს ეს ქვეყანა ორი პარანოიკის ტყვეობაში? არ გინდათ, რომ ამას დავაღწიოთ თავი და მივიდეთ იქამდე, რომ ჩვენი შვილების მომავალი არ იყოს დამოკიდებული ორი პარანოიკის ვაჭრობაზე ამ ქვეყნის ბედით. 

ამბობს ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია. 

კომენტარები