სომხეთის საპარლამენტო არჩევნები

საქართველოს და აშშ-სა და EU-ს შერიგებით დაინტერესებულები ვართ – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
1luler.am

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მისი მთავრობ ევროკავშირსა და საქართველოს და საქართველოსა და აშშ-ს შორის შერიგებით დაინტერესებული იქნება და მათი პოზიცია ესაა, თუმცა სომხეთი საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებას ამ გარემოებისგან დამოუკიდებლად გააგრძელებს. 

ამის შესახებ ფაშინიანმა ილაპარაკა პრესკონფერენციაზე, რომლის დროსაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.

"როგორც ვთქვი, ევროკავშირსა და საქართველოს და აშშ-სა და საქართველოს შორის შერიგებით დაინტერესებულები ვართ და ეს არის ჩვენი პოზიცია. თუმცა, გარდა ამისა, ამისგან დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა უწყვეტად განვითარდება, ის ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, უეჭველად განვაგრძობთ ჩვენი ურთიერთობის განვითარებას". - თქვა ფაშინიანმა. 

გარდა ამისა, ფაშინიანმა სხვა ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ირაკლი კობახიძეს ტელეფონით არაოფიციალურად ელაპარაკა.

ამავე პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა და თქვა, რომ მისი პარტია მთავრობას სხვა პარტიების ჩართულობის გარეშე ჩამოაყალიბებს.

უახლესი ინფორმაციით, მჟამად ბიულეტენების 16.05% არის დათვლილი. ფაშინიანის პარტია, სამოქალაქო კონტრაქტი ხმების 51.16%-ით ლიდერობს, ხოლო ოპოზიციონერი ბიზნესმენის პრორუსულ ალიანსს ძლიერ სომხეთს ხმების 23.27% აქვს.

ცნობისთვის, სომხეთის მმართველი პარტიის, "სამოქალაქო კონტრაქტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსულ ოპოზიციურ პარტიას, "ძლიერ სომხეთს" ხმების 17.5% აქვს.

შეგახსენებთ, რომ 20:00 საათზე სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ხმების დათვლა დაიწყო.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.9% შეადგინა, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობა 1 476 597-მა ამომრჩეველმა მიიღო.

სომხეთის წინა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, მონაწილეობა მოსახლეობის 49.4%-მა მიიღო.

კომენტარები