რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საგარეომ განმარტა, რატომ არ ესწრებოდა ბაიდენთან შეხვედრას ზალუჟნი

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედიასთან განმარტა, თუ რატომ არ ესწრებოდა კიევში, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი მელნიკის თქმით, ზალუჟნი არ შეუერთდა დელეგაციას რადგან აშშ-ს წარმომადგენლობაში არ იყო მისი კოლეგა, გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი.

"როგორც წესი, დელეგაცია ფორმირდება იმის მიხედვით, თუ ვინ შედის მეორე მხარის წარმომადგენლობაში. ეს დიპლომატიისა და პროტოკოლის კლასიკაა. დამიჯერეთ, ამის მიღმა რაიმე მიზეზი არ არსებობს". - ამბობს მელნიკი. 

20 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის დედაქალაქს მოულოდნელად ეწვია და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. კიევში მოულოდნელი ვიზიტი ბაიდენის პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან შეხვედრი წინ შედგა. ბაიდენმა ვიზიტის ფარგლებში ნახევარმილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების შესახებ გამოაცხადა.

კომენტარები