ლარი დოლართან 0.31 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.15 თეთრით გამყარდა. 22 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6396 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.8072 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.68 ლარია, ხოლო ევროსი - 2.87 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.65 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.82 ლარად.





