ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, ვაშინგტონში ზოგიერთი მოხელე უკვე საკუთარი ბირთვული იარაღის გამოცდაზე ფიქრობს, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ახალი სახის ბირთვული საბრძოლო მასალის შემუშავება მიმდინარეობს. ასეთი ინფორმაცია არსებობს. ამ სიტუაციაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და როსატომმა უნდა უზრუნველყონ რუსული ბირთვული იარაღის გამოცდის მზაობა. რა თქმა უნდა, პირველი ამას არ გავაკეთებთ, მაგრამ თუ აშშ გამოცდას ჩაატარებს, ჩვენც ჩავატარებთ.
tbl.ge/6a25
დაკოპირდა

თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვაში. რუსეთი აჩერებს სტრატეგიული თავდასხმითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომის, იგივე New START-ის შეთანხმებას, რომელიც მოსკოვმა აშშ-სთან 2010 წელს გააფორმა და ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა.
ამავე თემაზე
- ალასკასთან რუსული თვითმფრინავების გამოჩენის შემდეგ აშშ-მ ავიაგამანადგურებლები ააფრინა
- ზახაროვა: რუსეთი ტრამპის "მშვიდობის საბჭოს” პირველ სამიტს არ დაესწრება
- ლავროვი: რუსეთი აშშ-სთან ეკონომიკურ კავშირებში ნათელ მომავალს ვერ ხედავს
- ტრამპის თქმით, New START-ის შესაცვლელად ახალი ბირთვული ხელშეკრულებაა საჭირო
- Axios: აშშ და რუსეთი New START-ის ბირთვულ შეთანხმებას ვადის გასვლის შემდეგაც დაიცავენ




