ჩინეთი

ცინ განგი: ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში კონფლიქტის კონტროლიდან გამოსვლის გამო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ განგი. 21 თებერვალი
Greg Baker/AFP/Getty Images

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ცინ განგის თქმით, ჩინეთი "ღრმად შეშფოთებულია" უკრაინაში კონფლიქტის "კონტროლიდან გამოსვლის" გამო. ამის შესახებ მან უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ქვეყნებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლის გაღვივება, ჩინეთის დადანაშაულება და აჟიოტაჟი რიტორიკით - დღეს უკრაინა, ხვალ ტაივანი". – აღნიშნა ცინ განგმა. 

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ვანგ ი, სავარაუდოდ, მოსკოვს მიმდინარე კვირას ეწვევა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე. ამასთან, აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, პეკინი კრემლისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების გაწევას განიხილავს

კომენტარები