ლარი დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.21 თეთრით გაუფასურდა. 20 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6385 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.8198 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.68 ლარია, ხოლო ევროსი - 2.88 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.65 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.83 ლარად.





