აშშ-ჩინეთი

კირბი: ჩინურ საჰაერო ბუშტებზე პეკინის პასუხი არ უნდა გაგვიკვირდეს

პენტაგონის პრესსპიკერი, ჯონ კირბი
TV Rain

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, აშშ-ს ჩინურ საჰაერო ბუშტებზე პეკინის პასუხი არ უნდა გაუკვირდეს.

"ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ჩინეთის რიტორიკა, რომელიც მსგავსი უთანხმოების დროს საინფორმაციო ველში ბუნდოვანების შემოტანითაა ცნობილი". - ამბობს კირბი.

კირბის კომენტარი გავრცელდა მას შემდეგ, რაც მიუნხენის კონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის ბუშტის ინციდენტზე ბოდიში არ მოუხდია. 

მანამდე, ვანგ იმ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის საჰაერო ბუშტის ჩამოგდებისთვის მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, აშშ-ს პასუხი "ისტერიული, აბსურდული და გადაჭარბებული" იყო.

კირბის ინფორმაციით, ჩინური ბუშტის იმ გზით ჩამოგდებამ, რა გზასაც აშშ-ს საჰაერო ძალებმა მიმართეს, მათ ობიექტის ნამსხვრევების შეგროვების საშუალება მისცა.

"ახლა ჩვენ ნამსხვრევები გვაქვს და მათ უკან დაბრუნებას არ ვგეგმავთ, ვაპირებთ, რომ ამ სისტემის შესახებ მეტი გავიგოთ". - თქვა კირბიმ. 

4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი ობიექტი ჩამოაგდეს.

მანამდე კი თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

კომენტარები