გამოცემა Forbes-მა 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ხელოვანის სია გამოაქვეყნა.
1. Genesis – $230 000 000
ლეგენდარულმა როკ ბენდმა საკუთარ შემოქმედებაზე საავტორო უფლებები $300 მილიონად გაყიდა. გადასახადების გამოკლებით ტრიოს შემოსავალი $230 მილიონი დოლარით გაეზარდა.
2. სტინგი – $210 000 000
ბრიტანელმა მუსიკოსმა Genesis-ის მსგავსად როგორც საკუთარი, ისე ბენდ The Police-ის საავტორო უფლებები გაყიდა.
3. ტაილერ პერი – $175 000 000
ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი Forbes-ის მაღალშემოსავლიან ხელოვანთა სიაში მეორედ ხვდება. პერიმ თანხის ძირითადი ნაწილი საკუთარი ფილმების სტრიმინგ სერვისებზე გაქირავებით და რამდენიმე შოუს პროდიუსერობით მოიპოვა. ჯამში ტაილერ პერის ქონება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
4. ტრეი პარკერი და მეთ სტოუნი – $160 000 000
South Park-ის შემქმნელებმა შოუ სტრიმინგ სერვის HBO Max-ს მიყიდეს, ასევე დამატებით შემოსავალი ბროდვეის მიუზიკლმა, Book of Mormon-მა შემოუტანა.
5. ჯეიმს ელ ბრუქსი და მეთ გროუნინგი – $105 000 000
The Simpsons-ების შემქმნელებმა სრული თანხა სტრიმინგ სერვის Disney+-ისგან მიიღეს.
6. ბრედ პიტი – $100 000 000
ოსკაროსანმა მსახიობმა ახლო წარსულში საკუთარი საპროდიუსერო კომპანია Plan B გაყიდა. კომპანია მუშაობდა ისეთ ცნობილ და წარმატებულ ფილმებზე, როგორებიც არის 12 Year A Slave, The Departed, Moonlight.
7. The Rolling Stones – $98 000 000
ლეგენდარულმა როკ ბენდმა თანხა კონცერტებით გამოიმუშავა. 2022 წლის ზაფხულში ჯგუფმა ევროპაში 15 კონცერტი გამართა, თითო გამოსვლისთვის The Rolling Stones-მა დაახლოებით 8.5 მილიონი დოლარი მიიღო.
8. ჯეიმს კამერონი – $95 000 000
ბლოკბასტერების ავტორს თანხა კინოგაქირავებამ მოუტანა. ავატარის მეორე ნაწილი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსვალიანი ფილმი გახდა. Avatar: The Way of Water ჯერ კიდევ გაქირავებაშია, გარდა ამისა, პარალელურად კინოგაქირავებას უბრუნდება ტიტანიკი, ამ ორი ფაქტის გათვალისწინებით ახლო მომავალში რეჟისორის შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება.
9. ტეილორ სვიფტი – $92 000 000
გრემის მფლობელმა მომღერალმა თანხა საკუთარი შემოქმედების პლატფორმებზე გაყიდვითა და აშშ-ში გამართული 52-კონცერტიანი ტურით გამოიმუშავა.
10. Bad Bunny – $88 000 000
პუერტორიკოელ რეპერს ახლო წარსულში ორი დიდი საკონცერტო ტური ჰქონდა, გარდა ამისა მან ბრედ პიტთან ერთად ბლოკბასტერ Bullet Train-ში ითამაშა.