მიზანი არის [ბიძინა ივანიშვილის] შანტაჟი, არა დასჯა, არამედ შანტაჟი. სანქციის დაწესება ნიშნავს უკვე დასჯას და როდესაც ადამიანს სჯი, მისგან არაფერს, ვერაფერს ელოდები. სწორედ იმიტომ ხორციელდება შანტაჟი და იმიტომ მოქმედებს დეფაქტო სანქციები და არა ფორმალური სანქციები, რომ მიზანი არის შანტაჟი. მიზანი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნონ პოლიტიკაში, იმისთვის რომ მან გავლენა იქონიოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. მათ იციან, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული პერსონალური ავტორიტეტი და უნდათ, რომ მისი ეს ავტორიტეტი, მისი ნების წინააღმდეგ გამოიყენონ მეორე ფრონტის მიზნებისათვის, რასაც ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს და არ გააკეთებს, რაც აღნიშნა თავის წერილში, მაგრამ ინტერესი ეს არის. მე მგონია, რომ ეს გაგრძელდება, სწორედ იმიტომ, რომ მიზანი არის შანტაჟი და არა დასჯა, ამიტომ იყენებენ ისინი დეფაქტო სანქციებს, რაც წამოსცდა ვიოლა ფონ კრამონს ინტერვიუში და ამიტომ არ იყენებენ ფორმალურ სანქციებს - თუ ადამიანს დასჯი, მისგან ვერაფერს ვეღარ მიიღებ, სწორედ ამიტომ იყენებენ დეფაქტო სანქციებს.
საქართველო-ევროკავშირი
კობახიძე რეზოლუციაზე: უნდათ, ივანიშვილის ავტორიტეტი გამოიყენონ მე-2 ფრონტის მიზნებისთვის
tbl.ge/69ts
დაკოპირდა

ასე შეაფასა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციის ის პუნქტი, სადაც ივანიშვილის სანქცირების განხილვას ითხოვენ.
ამავე თემაზე
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე




