კულტურის სამინისტრო

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

სალომე ზურაბიშვილი და თეა წულუკიანი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მიზანია უკან დაიბრუნონ  ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევარი, რომელიც დროებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო განთავსებული. 

"ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს იმიტომ, რომ იქ უნდა მოხდეს ფოტოფიქსაცია, აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ისევ პრეზიდენტის სასახლეში თუ არა".- ამბობს წარმომადგენელი. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით კომენტარს მალე გააკეთებენ. 

4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე ავტოპორტრეტი სარკესთან, მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". მხატვრის და არტისტის, სანდრო სულაბერიძის საქმეზე სამართალდამცველებმა წარმოება დაიწყეს. გამოძიება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა. 

"20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში... მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!"- დაწერა მან. 

კომენტარები