2023 წელს გარდაცვლილები

54 წლის ასაკში DE LA SOUL-ის წევრი, რეპერი დევიდ ჯოლიკორი გარდაიცვალა

CNN

54 წლის ასაკში ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი დევიდ ჯუდ ჯოლიკორი, იგივე Trugoy the Dove გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

ბრუკლინელი არტისტი 80-90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჰიპ-ჰოპ კოლექტივის, De La Soul-ის დამფუძნებელი წევრი იყო. მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი საკულტო ალბომის ჩაწერაში, როგორებიც არის 3 Feet High and Rising და De La Soul Is Dead. უკანასკნელად ბენდთან 2016 წელს ითანამშრომლა. ასევე იყო კოლექტივ Spitkicker-ის წევრიც.

"ვფიქრობ რასაც მაშინ ვაკეთებდით, ვგულისხმობ მუსიკას, კულტურას, ჰიპ-ჰოპს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რაც მთავარია საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა". – ამბობს ჯოლიკორი 2022 წლის დეკემბერში მიცემულ ინტერვიუში.

2006 წელს ბენდთან ერთად ჯოლიკორმა გრემი მიიღო. De La Soul ბენდ Gorillaz-თან ერთად, სიმღერისთვის Feel Good Inc დაჯილდოვდა.

 

კომენტარები