იტალია

"ძალიან უარყოფითად ვაფასებ ამ ჯენტლმენის ქცევას" – ბერლუსკონი ზელენსკიზე

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის თქმით, ის რომ ახლა პრემიერმინისტრი იყოს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეხვდებოდა, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომს სწორედ ზელენსკის აბრალებს.

მან, ამასთანავე, ზელენსკის შეფასებისას აღნიშნა, რომ ძალიან უარყოფითად აფასებს "ამ ჯენტლმენის" ქცევას. 

"მე არასდროს წავიდოდი ზელენსკისთან სასაუბროდ, რადგან ვხედავთ მისი ქვეყნის განადგურებას და მისი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას". - უთხრა ბერლუსკონიმ ჟურნალისტებს.

ბერლუსკონიმ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, მისივე სიტყვებით - საკუთარი მეგობრის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრა გაამართლა და აღნიშნა, რომ პუტინი ამით კიევში "შესაფერისი ხალხის დასმას" ცდილობდა. 

ბერლუსკონიმ თქვა, რომ თუ ზელენსკი შეწყვეტს სეპარატისტულ რესპუბლიკებზე თავდასხმას, ომი აღარ იქნება. 

ბერლუსკონი კონსერვატიული პარტიის Forza Italia-ს ლიდერია. პარტია ნაწილია მმართველი კოალიციის, რომელსაც პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონია ხელმძღვანელობს. 

ბერლუსკონის პასუხად იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაინმა, რომელიც Forza Italia-ს წევრია, Twitter-ზე თქვა, რომ პარტია ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის დამოუკიდებლობას და დგას ევროპის, დასავლეთისა და NATO-ს მხარეს. 

აქამდე, ჯორჯია მელონიმ სილვიო ბერლუსკონი გააფრთხილა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მეგობრობით ამცირებს საკუთარ შანსებს, ჰქონდეს ნებისმიერი გავლენა ახალ მთავრობაზე. 

მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალიის ახალი მთავრობა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, იქნება NATO-სა და ევროკავშირის მხარდამჭერი. 

კომენტარები