რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ომის დაწყებიდან ოკუპანტებმა 1 218 სამედიცინო დაწესებულება დააზიანეს

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოკუპანტებმა 1 218 სამედიცინო დაწესებულება დააზიანეს, მათ შორის, 540 საავადმყოფო. ამის შესახებ უკრაინის ჯანმრთელობის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ სახელმწიფო მედია Ukrinform-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 173 საავადმყოფო სრულად განადგურებულია რუსების თავდასხმების შედეგად.

" სამედიცინო დაწესებულებების 24 თებერვლამდე მყოფ მდგომარეობაში დასაბრუნებლად $1 მილიარდამდეა საჭირო". – ამბობს ლიაშკო.

კომენტარები