ბარბარა ბრილსკა

დუმის წევრ ოლგა ზანკოს სურს, ბარბარა ბრილსკა ფილმ ბედის ირონიიდან "წაშალონ"

დუმის წევრს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოლგა ზანკოს სურს, ბარბარა ბრილსკა ფილმ ბედის ირონიიდან წაშალონ.  

მიზეზი ომის მოწინააღმდეგე მსახიობის, ლია ახეჯაკოვას მხარდამჭერი განცხადებაა - ბრილსკამ თქვა, რომ მან ქვეყანა უნდა დატოვოს. 

"რა თქმა უნდა, ის უნდა წავიდეს. ცხოვრებას გაუმწარებენ ეს კომუნისტები, წყეული ხალხი. უნდა წავიდეს და იბრძოლოს, როგორც ჩვენ". - თქვა ბრილსკამ. მისივე სიტყვებით, რუსეთი ახეჯაკოვას არ იმსახურებს.  

ოლგა ზანკომ ფილმიდან ნაწყვეტი თვითონ დაამონტაჟა და ბარბარა ბრილსკა "შეცვალა" ვალენტინა ტალიზინათი, რომელიც მის პერსონაჟს ახმოვანებდა. 

"მსახიობისთვის ყველაზე სასტიკი სასჯელი დავიწყებაა. ერთ დროს მთელი ქვეყნისთვის საყვარელმა მსახიობმა ბრილსკამ საკუთარი არჩევანი გააკეთა. თაყვანისმცემლებს "ღმერთისგან დაწყევლილი ხალხი" უწოდა. ჩვენმა ქვეყანამ მას დიდება და პატივი აჩუქა, თუმცა ასევე მარტივად შეგვიძლია წავშალოთ ეს მსახიობი ბედიის ირონიიდან". - დაწერა მან. 

კომენტარები