მეც ვუშვებ და დიდ საფრთხეს ვხედავ, რომ ამ ტიპის რეჟიმმა გაწიოს წინააღმდეგობა კვლავ და ცადოს არმიღება საარჩევნო მარცხის. ჩვენ ვნახეთ 2020 წელს, რომ მანიპულაციებით მოგებული და წაგებული შეცვალა, ეს სრულიად რეალისტურია, რომ ასე მოხდეს. მაგრამ ყველაზე მოკლე გზა არის, ახლა როგორც ჩანს, იმხელა უპირატესობის მოპოვება 2024-ში, ბევრად მეტის ვიდრე იყო 2020-ში, რომ ამის გაკეთება იყოს ძალიან ძნელი და თუ მაინც გარისკავს მაგ მომენტისთვისაც უნდა იყოს ის ატმოსფერო, რაც იყო უკრაინაში მაიდნის დროს. ეს არ არის სასურველი, მაგრამ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუ არ ვიქნებით მზად, ახლავე საუბარი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, არის პირდაპირი გაგებით ჩვენი ქვეყნის მომავლის მტრის წისქვილზე, ივანიშვილის რეჟიმზე წყლის დასხმა. და ჩვენ, ევროპული საქართველო ამის საწინააღმდეგო კამპანიას ვეწევით.
არჩევნები 2024
ბოკერია: საუბარი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, ივანიშვილის რეჟიმის წისქვილზე წყლის დასხმაა
tbl.ge/69na
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში.
31 იანვარს, თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ თქვა, რომ "ტყუილია, რომ ოცნებას არჩევნებს მოვუგებთ და ხალხისთვის თავის მოწონება იქნება თემა".
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




