აკია ბარბაქაძე

ბარბაქაძე: ტყუილია, რომ ოცნებას არჩევნებს მოვუგებთ და ხალხისთვის თავის მოწონება იქნება თემა

თუ ნაციონალური მოძრაობა მიხვდება, რომ ცალ-ცალკე ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ გაძლიერებულ მტერთან და დავიწყებთ გაერთიანებას, ეს იქნება კარგი და დააჩქარებს პროცესს. თუ ცალც-ცალკე დაიწყებს ყველა მოქმედებას და კიდე ერთმანეთს დავასუსტებთ, მაშინ, ეს ხელისუფლება კიდევ დიდხანს იქნება. თუ კიდე ვინმე არის ილუზიით ამ ქვეყანაში, რომ მათ არჩევნებით გავისტუმრებთ და ამომრჩევლის თემა იქნება და ამომრჩეველთან თავის მოწონება, ესეც ტყუილია, იმიტომ, რომ ამ არჩევნებამდე ძალიან ბევრი რამეა ხელისუფლებისგან გამოსაგლეჯი, რადგან პოლიტიკური სივრციდან არის ბოლომდე გასული და არ აპირებს, როგორც აფხაზეთში ჩაატარა არჩევნები, რუსულად, ეგეთ არჩევნებს ჩაგიტარებს და საერთოდ არ წავა ხელისუფლებიდან.

ამბობს მოძრაობა თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის ლიდერი, აკია ბარბაქაძე TV Pirveli-ს ეთერში. 

კომენტარები