მივმართავ ირაკლი კობახიძეს. რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება. მას შეუძლია, უარი თქვას ქართველობაზე და არ გულშემატკივრობდეს უკრაინას, მაგრამ მან უნდა იცოდეს: ქართველი ხალხის უმრავლესობა მიისწრაფის სიკეთის გამარჯვებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისკენ და ერთიანი საქართველოსკენ. ქართველი ხალხის პასუხი მისი ნების გაყალბებაზე, მისი წარსულის, აწმყოს და მომავლის გაქრობის მცდელობაზე იქნება დამანგრეველი მისი მტრებისთვის. ჯამში, პუტინის ლაქია და მსახური კობახიძე იმსახურებს იყოს მარგარიტა სიმონიანის და სალავიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე და პუტინისტი საქართველოში.
tbl.ge/69m8
დაკოპირდა

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. 8 თებერვალს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "რადგან უკრაინაში რუსეთს უპირატესობა აქვს, ჩვენი ომში ჩართვის სურვილი ძლიერდება".
ამავე თემაზე
- უგრეხელიძე: სანამ ოპოზიცია არ გაემიჯნება ფედერალისტებს, იქნება ჩერგოდამოკიდებული იმპოტენტი
- ბოკუჩავა აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ ტუნს შეხვდა
- ენმ ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანას იწყებს
- ბოკუჩავა: ვმუშაობთ, რომ უვიზო მიმოსვლა მარტო რეჟიმის წარმომადგენლებისთვის შეჩერდეს
- ენმ: ლევან ხაბეიშვილი დააკავეს




