ქართული ოცნება

მდინარაძე ხაბეიშვილზე: ასეთ მოკლე დროში თავისი პარტია მსოფლიოში არავის გაუბანძებია

[საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა და აქციების გამართვა] ნაციონალურ მოძრაობას არაფერს აძლევს, გარდა იმისა, რომ საბოტაჟი და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა მათ ხასიათში ზის. თორემ, დანარჩენი, წარმოუდგენელია, რამეს აძლევდეს. მე შემიძლია, ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ის რეკორდსმენია - ასეთ მოკლე დროში თავისი პარტია მსოფლიოში არავის გაუბანძებია. უკაცრავად, ამ გამოთქმისთვის. ასეთ მოკლე დროში თავისი პარტია არავის არ გაუმარგინალებია, რაც ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა. იმიტომ, რომ მან რაღაცები დააანონსა, მთელ საქართველოსა და პარტიულ აქტივს მოუწოდა, ჩამოდით, დავდგეთო და მივიდა 127 ადამიანი, თუ რაღაც მსგავსი რაოდენობა. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მაინც, პირობითად რომ დავუშვათ და მათი მრჩეველი რომ ვიყო, ამ ადამიანებს იმას არაფრით ვურჩევდი, რასაც აკეთებენ. ელემენტარულად, ის მაინც შეუძლიათ, რომ პარლამენტში მოვიდნენ და ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა მიიღონ.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა, ენმ-მ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს საპარლამენტო საქმიანობა. პარტიაში ამბობენ, რომ მანდატების დატოვებაზე კონსულტაციებს აგრძელებენ. აგრეთვე, ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს თბილისსა და რეგიონებში მართავს.

კომენტარები