საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია არის შემდეგი, თავს ვალდებულად ვთვლი, განვმარტო. იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც გუშინ სასამართლომ მიიღო, მე ვერ წარმომიდგენია, პარლამენტში ან საკრებულოებში მუშაობა როგორ უნდა გავაგრძელოთ. ამიტომ, მე პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, მათ შორის, თბილისის საკრებულოდან გამოსვლის მომხრე ვარ. ჩემთვის გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, ვინც საპარლამენტო მანდატის დატოვებას ემხრობა, საკრებულოებიდან გამოსვლას კი არა. შესაბამისად, პოზიცია, ნახევარ-ნახევარი ვაკეთოთ, მიშას რომ კლავენ ეს კი არ შევიმჩნიოთ, სწორი არ მგონია. თუ გამოვდივართ და ამ გზას ვირჩევთ, უნდა გამოვიდეთ ყველა რგოლიდან და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს პარტიის ყველასთან შეთანხმებული პოზიცია. ჩვენ რუსული ოცნება ყველგან მარტო უნდა დავტოვოთ.
tbl.ge/69hh
დაკოპირდა

წერს სოციალურ ქსელში ენმ-ის წევრი, ანა წითლიძე. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით კი კონსულტაციებს გააგრძელებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმანი წითლიძეანა წითლიძესაქართველოს პარლამენტისაკრებულოებიბოიკოტი პარლამენტს
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




