მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

სტოლტენბერგი: თურქეთს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, მიმდინარეობს დახმარების მობილიზაცია

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მოკავშირე თურქეთს ამ საშინელი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში. ვესაუბრე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს. NATO-ს წევრები დახმარების მობილიზაციას უკვე ახდენენ

წერს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ამჟამინდელი მონაცემებით თურქეთში 284-მდე ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი 237-მდე.

კომენტარები