მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულები არიან სირიაშიც

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მიხდა. ეპიცენტრი ქალაქ გაზიანტეპთან იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო.

ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს 50-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა. არის მოლოდინი, რომ ეს რიცხვი უახლოეს საათებში მკვეთრად გაიზრდება.  გარდა ამისა, სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა სირიაში.

თურქეთის ათ ქალაქში დანგრეულია შენობები. ნანგრევებში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. 

კომენტარები