ენმ

ხაბეიშვილი: ნიკა მელია არის წარსული, ჩვენ გვაინტერესებს მომავალი

კადრი ვიდეოდან/მთავარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, "ნიკა მელია არის წარსული. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი, წინ". მისი აზრით, "უნდა გაასწორონ ისრები", იმიტომ, რომ ქვეყნის მთავარი მტერი ბიძინა ივანიშვილია.

"თუ ვინმე აპირებს ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნას, ეს მისი ნებაა" - აღნიშნა მან,

კითხვაზე, პარტიის დანარჩენი წევრები თუ ეთანხმებიან მანდატების დატოვების შესახებ მის განცხადებას, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ "არ მაინტერესებს ნიკა მელიას აზრი, მეტი როგორ გითხრათ".

ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 2 თებერვალს, TV პირველის ეთერში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტის, საკრებულოების და პარტიის ოფისის დათმობაზე ლევან ხაბეიშვილის განცხადება "კაპიტულანტური პოზიციაა" და "არასოდეს ამ პარტიას კაპიტულაციური პირობები არ გაუწერია და ასე საჯაროდ, სიამაყით არ განუცხადებია".

კომენტარები