ენმ

მელია ხაბეიშვილზე: ენმ-ს კაპიტულაციური პირობები ასე სიამაყით არასდროს განუცხადებია

[ხაბეიშვილის] განცხადება თავიდან მეგონა ცოტა ირონიული, თუმცა მალევე მიიღო კარგად დამუშავებული გზავნილის ფორმა. მარტივად რომ ვთქვათ, კაპიტულანტური პოზიციაა, კაპიტულანტური პირობების გაწერა მოხდა თურმე. 

ამ პარტიას უბრძოლია, გაუმარჯვია, ხელისუფლებაში მოსულა, შეცდომები დაუშვია, მერე დაშვებული შეცდომების შედეგად ხელისუფლება დაუკარგავს, მერე შეცდომებზე გვისწავლია, მერე რაღაც ნაწილს შეცდომებზე არ უსწავლია და ამ ნაწილს პარტიის მართვა და ასე ხელისუფლებაში მოსვლაც სურს მომავალში, რაც მე გამორიცხულად მეჩვენება, მაგრამ არასოდეს ამ პარტიას კაპიტულაციური პირობები არ გაუწერია და ასე საჯაროდ, სიამაყით არ განუცხადებია. მიხეილ სააკაშვილი თავისი პერსონალური თავგანწირვის ხარჯზე ჩამოვიდა, არა იმიტომ, რომ ლიკვიდაცია მოვახდინოთ ენმ-სი, როგორც პარტიის. 

ამბობს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. ხაბეიშვილის სიტყვებით, იმ შემთხვევაში, თუ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, მზად არიან, დატოვონ პარლამენტი, საკრებულოები და ენმ-ს ოფისი ბიძინა ივანიშვილს გადაუფორმონ. 

კომენტარები