2023 წელს გარდაცვლილები

89 წლის ასაკში მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

Youtube

89 წლის ასაკში კინოსა და თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. თეატრის სცენაზე შესრულებული აქვს როლები: წიწოლა (ბახტრიონი), ბატონი გიორგი (მზიანი ღამე), არჩილ ფორია (გვადი ბიგვა), ფირუზა (მეტეხის ჩრდილში), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი (ხანუმა), ლავრენტი და მამამთილი (კავკასიური ცარცის წრე), I ღმერთი (სეჩუანელი კეთილი ადამიანი), II ალქაჯი (მაკბეტი);

გადაღებულია ფილმებში: ჩემი მეგობარი ნოდარი, კარდაკარ, ფეოლა, ვინ არის დამნაშავე, კაპიტნები. 

2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი.

კომენტარები