რუსეთ-საქართველო

მდინარაძე კარასინს: მაშინ სოლო იყო საჭირო და ახლა რატომ გახდა დუეტი? ეს ხუმრობით

აქ საორჭოფო არაფერია. როდესაც მათ ამის შესახებ [ფრენების აღდგენაზე] განაცხადეს, თამამად ვთქვით, რომ მივესალმებით კიდევაც თუ ჩვენს მილიონამდე თანამოქალაქეს გზა გაეხსნება, რომ ასე შემოვლით არ იარონ თავის ქვეყანაში. ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია, მაგრამ ეს არ არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობაზე და ხელისუფლებაზე.

სანქცია იყო დადებული მათი მხრიდან და მათივე გადასაწყვეტი საკითხია, დანარჩენი ყველაფერი ზედმეტია, არანაირი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებაზე არ აქვს. შეგვიძლია, ვიხუმროთ კიდევაც, ტანგო და რაღაც... მაშინ სოლო იყო საჭირო და ახლა რატომ გახდა მაინცდამაინც დუეტი, ვერ მივხვდი... ეს ხუმრობით, მაგრამ გადაჭარბებული და არასწორია მოლოდინი, რომ რაღაც საკითხი არის საქართველოზე დამოკიდებული, არაფერი საქართველოზე არ არის დამოკიდებული ამ შემთხვევაში. მათ შეუძლიათ, აღადგინონ ფრენები, თანხმობა-არ თანხმობაც არ სჭირდებათ ჩვენი. არაფერი არ სჭირდებათ. შეუძლიათ, ეს სანქცია მოხსნან. სანქციის მოხსნას როდის იყო, თანხმობა სჭირდებოდა?

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებაზე. კერძოდ, გრიგორი კარასინმა თბილისთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე თქვა, რომ "ჩვენ განვიხილავთ ამას (ფრენების განახლებას), ერთმანეთს ვუცვლით აზრებს. მაგრამ ასეთი გამონათქვამია, რომ ტანგოსთვის საჭიროა ორი. თუ დუეტის ერთი მონაწილე ორჭოფობს, მაშინ ძალით ზეწოლა არაა საჭირო". 

კომენტარები