ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი ენმ-ზე: მძიმე პერიოდში თანამდებობებს ტოვებენ, გაუგებარია, ვინ სად მიდის, რატომ

ვხედავთ, რომ ჩემმა კოლეგებმა ამ მძიმე პერიოდშიც კი თქვეს, რომ გარკვეულ თანამდებობებს ტოვებენ, რაც ჩემთვის მართლაც გაუგებარია, იმიტომ რომ პრეზიდენტ სააკაშვილმა თქვა, რომ ძალა ერთობაშია და მათ შორის, მეც ამ პოციზიაზე ვარ. საერთოდ გაუგებარია ვინ სად მიდის, რატომ მიდის, მაგრამ მე ვაპირებ ყველასთან თანამშრომლობას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანა და პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მთავარი არხის ეთერში. 

მას შემდეგ რაც ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა კობა ნაყოფიამ. ასევე, პარტიული თანამდებობები დატოვეს, აკო მინაშვილმა, ბაჩო დოლიძემ და გიორგი პატარაიამ. 

კომენტარები