ენმ

მამულაშვილი: ვულოცავ ლევანს – პრობლემა ის არაა, პრობლემაა, რომ ფულმა, გავლენებმა გაიმარჯვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნონა მამულაშვილი ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას ულოცავს, თუმცა წერს, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა,

"ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა...

ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში – ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე". – წერს მამულაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58% (21 656 ხმა) მიიღო. 

მეორე ადგილზე ნიკა მელია გავიდა (40%, 16 476 ხმა), მას მოსდევენ ნონა მამულაშვილი (3.73%, 1537 ხმა) და გიორგი მუმლაძე (3.68%, 1516 ხმა). ენმ-ის შიდაპარტიულ არჩევნებში სულ 49 638 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო.

არჩევნებამდე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობდა, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესები მის წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა დაგეგმეს.

კომენტარები