ისრაელი

ისრაელი მოქალაქეებისთვის იარაღის ტარების რეგულაციების გამარტივებას გეგმავს

REUTERS

ბოლო ორ დღეში იერუსალიმში პალესტინელების მხრიდან თავდასხმები პასუხად, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი გეგმავს, მიიღოს კანონი, რომელიც იარაღის ტარების უფლებას გაამარტივებს. ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს თავდამსხმელის ოჯახის წევრებს ბინადრობის და სოციალური დაცვის უფლების ჩამორთმევას.

ინიციატივას მინისტრთა კაბინეტი დღეს განიხილავს. 

გუშინ, 28 იანვარს 13 წლის პალესტინელმა მამა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღი დაჭრა. მანამდე კი, 27 იანვარს შეიარაღებულმა პირმა, რომელიც მომლოცველებს მანქანაში ელოდებოდა, ლოცვის დასრულების შემდეგ სინაგოგიდან გამოსულებს ცეცხლი გაუხსნა.

27 იანვარს სინაგოგაში მომხდარი სროლის შემდეგ ისრაელის პოლიციამ 42 ადამიანი დააკავა.

თავდასხმის საპასუხოდ, ხელისუფლებამ იერუსალიმის გარეუბანში მუდმივი კონტრტერორისტული დანაყოფის ოფიცრები განათავსა, რათა "საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ უპასუხონ განსაკუთრებულ მოვლენებს".

თავდასხმას წინ უძღოდა პალესტინელთა მხრიდან აშკელონისა და სამხრეთ ისრაელის სხვა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ იერიშის საპასუხოდ, ისრაელის არმიის მიერ 27 იანვარს ღაზის სექტორზე სარაკეტო დარტყმა. 

26 იანვარს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში რეიდი ჩაატარეს, რასაც 9 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები