მიხეილ სააკაშვილის საქმე

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომები 30 იანვარს, 1 და 3 თებერვალს ჩაინიშნა

მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესები 30 იანვარს, 1 თებერვალსა და 3 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 იანვარსა და 3 თებერვალს სხდომები 11:00-ზე გაიმართება, 1 თებერვალს 12:30-ზე. დღევანდელ პროცესზე კი ბრიტანელი ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა დაიკითხა.

დღევანდელ სხდომაზე ბრიტანელმა ექიმმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და კოგნიტური დარღვევები აქვს, რისი შედეგიც, მისივე თქმით, იყო დემენცია. ფსიქიატრი აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის ფსიქოლოგიური მკურნალობა ეფექტური ვერ იქნება იმ გარემოში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

კომენტარები