ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 27 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარი გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს. საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან 0.58 თეთრით გამყარდა, ევროსთან 0.43 თეთრით. 27 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6393 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.8745.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.68 ლარია, ხოლო ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.64 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.88 ლარად.

კომენტარები