ენმ

დოლიძე ხაბეიშვილზე: თუ სააკაშვილზე ასე წუხან, გასართობ შოუებში რომ დადიან, არაა უხერხული?

ვცდილობ ყველანაირად, პიროვნულად არ გადავიდე და არც გადავდივარ ხოლმე, თუ სასწაული არ მოხდა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თითოეული რესპონდენტი, ვინც გამოდის ჟურნალისტებთან, ერთი 30-ჯერ მაინც ახსენებს მიხეილ სააკაშვილს. არ ვიცი, 20-ჯერ რომ ახსენებ მიხეილ სააკაშვილს, ამით რას უმტკიცებ, ვის უმტკიცებ, ვის აჯერებ, თუ საკუთარ თავს აჯერებ, რომ ყველაზე მეტად შენ წუხხარ. მართლა უახლოესი მეგობრები ვინც არიან მიხეილ სააკაშვილის, ისინი არ ახსენებენ ასეთი რაოდენობით და ჩუმად აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც გასაკეთებელია. თან, ეს პოპულისტური კრიტიკა, ლოზუნგები და სადღეგრძელოები... 

გუშინ ვისმინე, თუნდაც ლევანისგან [ხაბეიშვილი] ცოტა გამიკვირდა, მე ველოდებოდი, 9 საათზე ნიკა მელიამ ბრიფინგი რომ დააანონსა, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში გააკეთებდა განცხადებას და აბსოლუტურად სხვა საკითხს შეეხოო. ყოველი პათოსი, ყოველი წინადადება იწყება მიხეილ სააკაშვილით, მთავრდება მიხეილ სააკაშვილით და თუ ასე წუხხარ, ღამის გასართობ შოუებში თვითონ რომ დადიან, ეს არ არის უხერხული? ბოდიშს გიხლით, მაგრამ ჩემთვის ესეც მიუღებელია. როცა შენ ამით ცხოვრობ და გვეუბნები, აი, ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი ციხეშია, ასეთ მდგომარეობაშიაო, თან მერე რესტორნებში და გასართობ შოუებში დადიხარ, ესეც არაფერში არ წერია პირადად ჩემი გადმოსახედიდან, სხვას შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბაჩო დოლიძე პალიტრანიუსის ეთერში. "დღეს COVID-19 დაუდასტურდა სააკაშვილს და თანამდებობებს ინაწილებს" - ასე გამოეხმაურა ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას ბრიფინგს მისი გამარჯვების შემთხვევაში დავით კირთაძის გენმდივნად დანიშვნასთან დაკავშირებით. 

კომენტარები